დღე მეხუთე
გავარჩიეთ საშინაო დავალება. გავეცანი საავტორო უფლებების პრეზენტაციას, გადმოვწერეთ სურატები და შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის ფაილი, შევქმენი მოსწავლის ნამუშევარი ,,power point"- ის საშუალებით რომელიც გეგმაში არსებული მიზნებიდან იყო გამომდინარე.
დღე მეოთხე
გავეცანით თრეინინგის თითოეული მონაწილის საშინაო დავალებას (შინაარსობრივ და თემატურ კითხვებს), ასევე გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას პროექტის შეფასების სტრატეგიებს (განმავითარებელი და განმსაზღვრელი კრიტერიუმებს და მათ ინდიკატორებს), შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები შევიტანეთ ჩვენი პროექტის შეფასების გეგმაში.
დღე მესამე
გავეცანი სტანდარტების მიზნების რუბრიკებს, ასევე ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ სიტყვებს. ეროვნული სასწავლო გეგმების ncp.ge საიტიდან გადმოვიწერეთ ჩვენი თემის შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები შევარჩიეთ მაღალი სააზროვნო უნარებზე გასასვლელად, რომელიც შევიტანე პროექტის სასწავლო გეგმაში და შევადგინე ამ ინდიკატორების შესაბამისი გაზომვადი მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმართულების მიმცემ კითხვებს და მის გამოყენებას და რომელი კითხვებს აერთიანებს (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები). და შევადგინე ჩემი თემის შესაბამისი ზოგადი კითხვა. გავხსენით დრაივი და გადავიტანეთ მასში ჩვენი საქაღალდე.
დღე მეორე
გავეცანით ერთმანეთის პროექტების შინაარსს, შევეიტანეთ ეს შინაარსები ჩვენი პროექტის გეგმაში, გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს (რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფირებდეს ჩვენი პროექტი), ასევე გავეცანით ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიოს შეფასებუს რუბრიკებს (შევამოწმოთ ჩვენი საკუთერი პორტფოლიოს ხარისხი). ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა. დავალებად მოგვეცა საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა.
დღე პირველი
გავეცანი ინტელის კურს. შევქმენით ჩვენი ბლოგი, პორტფოლიო. გავეცანით პორტფოლოის ჩექკლისტს (მოსანიშნი ფურცელი), 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. მივიღეთ დავალება: ჩვენს მიერ დასაგეგმი პროექტის მოკლე შინაარსის დაწერა, რომელიც ითვალისწინებს პრობლემის გამოკვეთას, პრაქტიკულ გამოყენებას და რეალობასთან გამოყენება.